“ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ქართველი ხალხი იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს და მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული მომენტი“, – წერს სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელი და გამოცემა Civil.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუს აზიარებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი – ჯოზეფ ბორელი საქართველოს ეწვია და მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. მისი ვიზიტი 8 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები