მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება ისე, რომ მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი არ აქვს
ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება ისე, რომ მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი არ აქვს. სჭირდებათ ერთადერთი რამ, რომ წააგებენ არჩევნებს, შემდეგ მიზეზი ჰქონდეთ, რომ ლანძღონ არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„კანონი არის სამართლიანი. კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია ერთმნიშვნელოვნად ყველა საკითხზე, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება წუხილი ჰქონოდათ, ყველაფერზე ნებისმიერ მიზეზს სპობს კამათისას. ასეთ ფონზე აღარაფერი რჩება და ისეთ კანონს, რომ ოპოზიცია პირდაპირ გამარჯვებულად ცხადდებოდეს არჩევნებში, ბუნებრივია, რომ ამას ვერავინ მიიღებს და სხვაგვარად ვერ მოისვენებენ, ბუნებრივია. ხვდებიან, რომ ამ არჩევნებისთვის ემზადებიან ისე, რომ მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. სჭირდებათ ერთადერთი რამ, რომ წააგებენ არჩევნებს, შემდეგ მიზეზი ჰქონდეთ, რომ ლანძღონ არჩევნები“,- აღნიშნა სარჯველაძემ.