წინანდლის მეხუთე, საიუბილეო ფესტივალი მიმდინარეობს
წინანდლის მამულში გამოფენა „აბსტრაქციის სივრცითი შეგრძნებები” გაიხსნა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დავით კაკაბაძისა და სხვადასხვა პერიოდის სხვა ქართველი მხატვრების აბსტრაქტული ნამუშევრების დათვალიერებას წინანდლის ფესტივალის განმავლობაში ვილის ტერიტორიაზე, 11 სექტემბრიდან კი ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში იქნება შესაძლებელი. კლასიკური მუსიკის უკვე ტრადიციად ქცეული მოვლენა, შთამბეჭდავი საკონცერტო პროგრამით, 31 აგვისტოს გაიხსნა და ისტორიულ გარემოში შეკრებილ სტუმრებს ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლების, ვირტუოზი სოლისტებისა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი დირიჟორების მონაწილეობით, დაუვიწყარ კონცერტებს 10 სექტემბრის ჩათვლით შესთავაზებს.