გია ვოლსკი: ჩვენ წელგამართულები ვართ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით

ჩვენ წელგამართულები ვართ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ჯოზეფ ბორელის ვიზიტზე საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, მმართველ გუნდს მყარი პოზიციები აქვს.

“თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ წელგამართულები ვართ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, არის ცესკოს თემა დასამთავრებელი, საგანგებოდ მნიშვნელოვანია და ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, რომელიც უნდა მივიღოთ სასამართლოს რეფორმის თემასთან მიმართებით. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ მყარი პოზიცია გვაქვს”, – აცხადებს გია ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თბილისში ოფიციალურ ვიზიტს დღეს იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები