„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღრმა კრიზისშია” – არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღრმა კრიზისშია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიის დაშლის ბოლო ფაზა, როდესაც მას არ ჰყავს ლიდერები მომავლისთვის, როდესაც მას არ აქვს საქმიანი დღის წესრიგი, როდესაც ორი თავმჯდომარე ერთსა და იმავე საკითხზე აკეთებს რეაგირებას და კიდევ ორი არის მსურველი თავმჯდომარეობის, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთის დანიშნული წარმომადგენლები ხდებიან და ეს უხარიათ. ეს უკვე მიანიშნებს, პარტიამ საბოლოოდ დაკარგა სახე და საბოლოოდ დაკარგა სტრუქტურა, რომელიც სჭირდება ნებისმიერ წარმატებულ პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები