„ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთის ნაძარცვ ფულს ვერ იყოფენ” – მამუკა მდინარაძე

„კი არ გაჯანსაღდნენ, დაიშალნენ, ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

„ვინ ეკითხებათ, ვინ ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. არცერთ მათ ტელევიზიას არ ეკითხება, ვისკენ იქნება, ისევე, როგორც ე.წ. პოლიტიკოსებს. მათ როგორც დააჯგუფებენ პატრონები, ისე გადალაგდებიან. ჩოხატაურში ჩავარდნენ და ერთი თავისიანს ლობირებდა, მეორე თავისიანს და გაწევ-გამოწევა იყო. ისინი ამას გაჯანსაღების პროცესად ფუთავენ და ამაზე ვიმსჯელოთ? კი არ გაჯანსაღდნენ, დაიშალნენ, ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ. საინტერესოა, რომ მათ ერთი პატრონი ჰყავთ და საარჩევნოდ ის დაალაგებთ, დავალებებს მისცემენ და ასე იმოქმედებენ. მათ არავინ ეკითხებათ, საით იქნებიან. რომ დაავალონ, გახარია, ხაბეიშვილი, ვაშაძე ერთად იქნებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები