“დაღუპულია 16, მათ შორის – ერთი ბავშვი, დაშავებულია, სულ მცირე, 20” – ზელენსკი და შმიგალი კონსტანტინოვკას დაბომბვას გამოეხმაურნენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ქალაქ კონსტანტინოვკაში 16 ადამიანი დაიღუპა.

„დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსულმა ტერორისტულმა არტილერიამ 16 ადამიანი მოკლა. ჩვეულებრივი ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი… ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ“, – წერს ის.

ზელენსკიმ დასძინა, რომ თავდასხმის შედეგად ბევრი ადამიანია დაშავებული. მისი ვარაუდით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განმარტა, რომ მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია.

მისი თქმით, დაშავებულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, რომელიც ბაზარში და მის მახლობლად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები