„ფარაზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის წყალობით ახლა ყველასთვის გასაგებია, რომ ხშირად საქართველოს ხელისუფლებისთვის არარსებული ბრალდებების წაყენება რეალურად არის არა ჟურნალისტიკა, არამედ ლობიზმი”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ მიკერძოებულად, ანგარების მოტივით აკეთებენ ადამიანები ასეთ შეფასებებს, რომ თითქოს საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.