“ტელევიზია „ფორმულა“ ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის გარემოცვა” – არჩილ თალაკვაძე

„ჩანს, როგორ მუშაობენ ტელევიზიასა და ჟურნალისტებს ამოფარებული კრიმინალები საქართველოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან FARA-ს დოკუმენტების შეფასებისას განაცხადა.

„ამ შემთხვევაში მილიონი დოლარია გადახდილი მხოლოდ იმაში, რომ დაფინანსებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია და პროპაგანდა. ტელევიზია „ფორმულა“ ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის გარემოცვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები