CNN: ბლინკენი კიევში დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია.
ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება.