ქვიშხეთში ხათუნა ჩიტაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

9 სექტემბერს, 17:00 საათზე, ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში ხათუნა ჩიტაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მუზეუმი უმასპინძლებს ახალი წიგნის წარდგენას და ნახატების პერსონალურ  გამოფენას.
ხათუნა ჩიტაძე დაიბადა 1977 წლის 17 იანვარს ქალაქ ხაშურში. წარჩინებით დაამთავრა ხაშურის ყოფილი რკინიგზის მე-7 სკოლა. მინიჭებული აქვს საქართველოს მხატვართა კავშირის ოსტატის წოდება ნაქარგობის ხაზით, რის საფუძველზეც ხაშურის N9 (ყოფილი 25-ე) საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა 17 წლისამ ჯერ შრომის, მოგვიანებით კი ხელოვნების პედაგოგად.
დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი „ცოდნა“, დაწყებითი პედაგოგიკა და მეთოდიკა. ლექსებს წერს ბავშვობიდან, იბეჭდება საქართველოში გამომავალ ჟურნალ – გაზეთებში. არის თვითნასწავლი მხატვარი. ჰქონდა როგორც პერსონალური, ასევე შერეული გამოფენები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ხათუნა ჩიტაძე 4 პოეტური და 4 პროზაული წიგნების ავტორია. მინიჭებული აქვს იაკობ გოგებაშვილისა და მაყვალა მრევლიშვილის პრემიები. არის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი აკადემიის წევრი.
ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები