თეა წულუკიანისა და ოკინავის პრეფექტურის გუბერნატორის სამუშაო შეხვედრას ადგილობრივი პრესა ეხმაურება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და ოკინავის პრეფექტურის გუბერნატორის, დენი ტამაკის სამუშაო შეხვედრის შესახებ გაზეთ ,,რიუკიუ შიმპოში” სტატია გამოქვეყნდა, რომელიც შეხვედრაზე განხილულ თემებს აჯამებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტატიაში აღნიშნულია, რომ თეა წულუკიანმა და დენი ტამაკიმ საქართველოსა და იაპონიის სპორტული და კულტურული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით – ოკინავურ კარატეში თანამშრომლობა უფრო გაღრმავდეს და მასშტაბური გახდეს.
ინფორმაციისთვის: თეა წულუკიანი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კალათბურთის ნაკრების მონაწილეობით გამართულ მატჩებს დაესწრო და სამუშაო შეხვედრები გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები