“საქართველოში დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს მხარდაჭერას ვუცხადებ” – ემანუელ მაკრონი

დღეს პარიზში საქართველოს პრეზიდენტთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს საკითხი, კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მომავალი, რეგიონი. მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოში დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს. ქართველი ხალხის მომავალი ჭეშმარიტად ევროპულია“, – აღნიშნა მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები