„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

„გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან, – ამის შესახებ “დროას” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ჩვენ გვაერთიანებს ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები