არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია ვაჭრობაში უკვე საკმაოდ გაწაფულია
რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ვაჭრობაში უკვე საკმაოდ გაწაფულია. წლების განმავლობაში ისინი სხვადასხვა მეთოდით საქართველოს პრეზიდენტზე შეტევას ახორციელებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დაირღვა კონსტიტუციის პრინციპი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა უნდა შეუთანხმოს მთავრობას საგარეო აქტივობები. შესაბამისად, ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანო და პოლიტიკური გუნდი, ამაზე სამართლებრივ და პოლიტიკურ რეაგირებას ვაკეთებთ. რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ვაჭრობაში უკვე საკმაოდ გაწაფულია. წლების განმავლობაში ისინი სხვადასხვა მეთოდით საქართველოს პრეზიდენტზე შეტევას ახორციელებდნენ. ეს რომ გააგრძელონ მომავალში, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი“, – განაცხადა თალაკვაძემ.