“არ დავიღლები, რომ მადლობა გადავუხადო რუსულ კანონს, რომელიც მოქმედებს ამერიკაში” – გურამ მაჭარაშვილი

„არ დავიღლები, რომ მადლობა გადავუხადო რუსულ კანონს, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, რომელმაც ამხილა „ფორმულა“ და მისი დაქირავებული ჟურნალისტი, რომელმაც ფასიანი კითხვა დაუსვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს“,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ძალიან მარტივი გასაშიფრია, მით უმეტეს, რუსული კანონის წყალობით, ამერიკაში, ჟურნალისტი ფასიან კითხვას სვამს თუ უფასოს. ვინ იქირავებს ჟურნალისტს ფასიანი კითხვისთვის და ვინ ადვოკატს უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ესაა ხოლმე აშკარა და ნათელი. ამის (კანონის) ანალოგი გვინდოდა ჩვენ უფრო შერბილებული ვარიანტით საქართველოში. პრესსპიკერის მოადგილეც კი პასუხობს ისე, რომ ჩანს იქიდან, რომ ეს შეკითხვა იყო ფასიანი“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები