დავით მათიკაშვილი – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ვერცერთი თანამდებობის პირი ვერ დადგება კანონზე მაღლა
ვერცერთი თანამდებობის პირი ვერ დადგება კანონზე მაღლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, კონსტიტუციის დარღვევის გამო პასუხი ყველამ, მათ შორის, პრეზიდენტმაც უნდა აგოს.
“ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არცერთი თანამდებობის პირი. კონსტიტუციის დარღვევა, ეს არის ის პრობლემა, რომლის მიმართაც რეაგირების არქონა დაუშვებელია, ის არღვევს კანონის უზენაესობის ზოგადად მიღებულ პრინციპს. ამიტომ, რეალურად, ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი, მათ შორის, პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციის აშკარა დარღვევით ახორციელებს ქმედებებს, რისი უფლებას არ გააჩნია ინდივიდუალურად”, – განაცხადა მათიკაშვილმა.