აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 6 სექტემბერს უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
უკრაინაში ბლინკენის ვიზიტის დღის წესრიგისა და მიზნების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ შეაფასა უკრაინული ჯარების პროგრესი.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყანაში პირველად ჩადის.
ბლინკენი ბოლოს უკრაინას ერთი წლის წინ ეწვია. მაშინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოგზაურობის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.