„რუსული კანონი“, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, ახალ ინფორმაციებს გვაწვდის” – მამუკა მდინარაძე
„რუსული კანონი“, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, ახალ ინფორმაციებს გვაწვდის ხოლმე. თვე არ გავა, „ფარა“-დან ბევრი ახალი ამბავი რომ არ გავიგოთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ფარა“-ს ხომ რუსული კანონი დაარქვეს ჩვენს ქვეყანაში. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ ზუსტად ის კანონი, რომლის პირდაპირი თარგმანი ისე გაპროტესტდა 8-9 მარტს თბილისში როგორც გაპროტესტდა და ამ კანონის ახლა უკვე გავიგეთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ აუყვანია 0.5 მილიონ დოლარად კონკრეტული ლობისტი, რომელსაც ევალება, რომ წარადგინოს დოკუმენტები.
მათ შორის, არის ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ კითხვებს სვამდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოსთან დაკავშირებით. დამაზიანებელ კითხვებს სვამდა, კიდევ უფრო ზუსტად და სწორად რომ ვთქვათ“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.