„უნიკალური ხმის მქონე ბარიტონმა დაუვიწყარი სახეები შექმნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე“
საქართველოს სახალხო არტისტის რევაზ კაკაბაძის 95 წლის საიუბილეოდ ოპერისა და ბალეტის თეატრი მომღერალს იხსენებს.
„უნიკალური ხმის მქონე ბარიტონმა დაუვიწყარი სახეები შექმნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. ფასდაუდებელია რევაზ კაკაბაძის წვლილი საოპერო ხელოვნებაში. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ჩანაწერები საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში ინახება. თბილისის ოპერის თეატრს არასოდეს დაავიწყდება ბატონი რეზოს ულამაზესი ხმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.