ე.წ.სამხრეთ ოსეთის სკოლებში ოსური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების უკმარისობა აქვთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. განათლების მინისტრმა, ასლან ლოლაევმა სკოლებში ოსური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ნაკლებობა აქტუალურ პრობლემად დაასახელა.

მისი განმარტებით, “ამ სახელმძღვანელოების ყიდვა შეუძლებელია, რადგან ისინი სახელმწიფო დაკვეთით გამოიცა. ყველა წიგნი დაურიგდა საგანმანათლებლო ორგანიზაციებს”.

ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოები 2019 წელს გამოიცა.

“წიგნის სიფრთხილით გამოყენების ვადა ხუთი წელია, შემდეგ მისი შეცვლაა საჭირო”, – თქვა ლოლაევმა.

მისი თქმით, სახელმძღვანელოების ხელახალი გამოცემის საკითხი გათვალისწინებულია სამწლიანი, ოსური ენისა და ლიტერატურის სახელმწიფო პროგრამით.

„ამ პროგრამას განსახილველად წარვადგენთ პარლამენტსა და მთავრობაში. იმედი მაქვს, რომ მას მხარს დაუჭერენ და ჩვენ შევძლებთ ამ საკითხის მოგვარებას”, – განმარტა ლოლაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები