ლევილის ქართულ ფესტივალს ფრანგულენოვანი სტატია მიეძღვნა

 ლევილის ქართულ ფესტივალს მორიგი ფრანგულენოვანი გამოცემა უძღვნის სტატიას სათაურით – „ამ ზაფხულს გაეცანით ქართულ ხელოვნებასა და კულტურას”.
ლევილის ქართველთა მამულის გვერდის ინფორმაციით, სტატიაში მიმოხილულია ფესტივალის ფარგლებში გამართული ღონისძიებები; დადებითად არის შეფასებული საფესტივალო პროგრამა თუ დღესასწაულზე წარმოდგენილი ქართული კულინარიის ნიმუშები. აღნიშნულია, რომ ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
როგორც სტატიის ავტორი ამბობს, გარდა იმისა, რომ ფესტივალი ქართულ ხელოვნებას მიაგებს პატივს, იგი წარმოაჩენს ლევილ-სიურ-ორჟის მამულის მნიშვნელობას, სადაც ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს. სტატიაში ამ სამუშაოებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. როგორც ცენტრის მენეჯერის მოადგილე ტიერი ბერიშვილი განმარტავს, ფრანგულ-ქართული ისტორიულ-კულტურული ცენტრი ოთხ ჰექტარ მიწის ფართობზე გაიშლება და აქ განთავსდება მუზეუმი, ქართული რესტორანი ქართული ტიპური ნაგებობით, სასტუმრო ოთახები, დარბაზი კულტურული ღონისძიებებისთვის, ბიბლიოთეკა და მედიათეკა.
სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მამული საქართველოს 18-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები