ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

18 – 22 სექტემბერს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კონცერტებს გამართავენ.ევროპის ხუთი ქვეყნის: იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის და ფინეთის წარმომადგენელი ფოლკლორული ანსამბლები.
ყველა მათგანი ქართულ ხალხურ სიმღერას წლებია სწავლობს და ასრულებს. მონაწილეობენ: „მასპინძელი“, „დუო“, „მეზობლები“, „ტევრი“, „საქართველო“,„ბასიანი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ადილეი“,  „მარგალიტი“, „ლალხორ“.
19 სექტემბერს ახალციხის ციხეზე დაგეგმილ კონცერტში ასევე მიიღებს მონაწილეობას ახალციხის სალოტბარო სკოლა და ადგილობრივი ანსამბლი „მესხეთი”.
21 სექტემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება გალა – კონცერტი.
22 სექტემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები