1-ელი სექტემბერი ქართველი ფერმწერის, თამაზ კაკაბაძის დაბადების დღეა
1954 წლის 1-ელ სექტემბერს დაიბადა ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი – თამაზ კაკაბაძე, იგივე კაკაჩა. მილოცვას ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი აქვეყნებს.
„მის პეიზაჟებში განსაკუთრებით იგრძნობა სულიერი სიმარტოვე და სიჩუმე. მიტოვებული სახლები, ძველი ნივთები, ცარიელი ქუჩები და ამ ქუჩებში ჩაკარგული ადამიანები – განსაკუთრებით ამძაფრებს სიმარტოვის განწყობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.