31 აგვისტო არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის დაბადების დღეა
31 აგვისტო არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის დაბადების დღეა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, პროფესორი. იგი იყო შესანიშნავი მეცნიერი, გახლდათ ფილოსოფიის, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, 40 წლის ასაკში საუბრობდა 12 ენაზე (მათ შორის ძველებრაული, ძველბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური და ძველსომხური ენები. მოგვიანებით ლათინურსა და თანამედროვე ენებს – ინგლისურს და ფრანგულს სწავლობს. ამათ გარდა, იცოდა გერმანული, რუსული და ძველსლავური) და მთელ მსოფლიოში ქართულ ხელნაწერებს დაეძებდა.
პარიზში პირველი ქართული ტაძარი გახსნა. ეწამა საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმში ებრაელების მფარველობის გამო.
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1995 წელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.