კინოთეატრები ღია ცის ქვეშ შორეული 50-იანებიდან
ღია ცის ქვეშ განთავსებული კინოთეატრები, სადაც ადამიანები ავტომობილებით მიდიოდნენ და ასე ადევნებდნენ ფილმს თვალს, ჯერ კიდევ 1910-იან წლებში გამოჩნდა. თუმცა, პირველი დაპატენტებული ე.წ. Drive-in კინოთეატრი ნიუ-ჯერსიში 1933 წლის 6 ივნისს რიჩარდ ჰოლინგჰედმა გახსნა. ეს კინოთეატრი 400 ავტომობილს იტევდა. ეს გადაწყვეტილება მან იმ ადამიანებისთვის მიიღო, რომელთაც პატარა კინოთეატრებში კომფორტულად მოთავსება არ გამოსდიოდათ. ჰოლინგჰედი ხმამაღლა ამბობდა, რომ ეს იყო ადგილი დიდი ოჯახებისთვის და არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რამდენად ხმაურიანი იყვნენ მათი ბავშვები.
დროთა განმავლობაში მსგავსი კინოთეატრების რაოდენობაც გაიზარდა და ისინი ტექნიკურად დაიხვეწა კიდეც. განსაკუთრებით პოპულარული Drive-in-ები 1950-იან წლებში გახდა. ამ ფოტოებით გვინდა, გიჩვენოთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი.