ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1943-მდე გაიზარდა.
ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის მიერ გავრცელებული განახლებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 10 571 ადამიანი დაშავდა, ხოლო 15 866 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.
24 ივნისს, ვენესუელაში 39-წამიანი ინტერვალით 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებში შესაძლო გადარჩენილების პოვნას.