კალიფორნიის ყურეში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მექსიკის სანაპიროსთან, კალიფორნიის ყურის აკვატორიაში, წინასწარი შეფასებით, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
როგორც მიწისძვრის გამაფრთხილებელი სისტემა ASSLA იუწყება, მიწისქვეშა ბიძგები სამხრეთით, ქვემო კალიფორნიისა და სინალოას შტატების სანაპიროებზეც იგრძნობოდა.
„წინასწარი შეფასებით, კალიფორნიის ყურეში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები სამხრეთი ქვემო კალიფორნიისა და სინალოას სანაპიროებზე იგრძნობოდა. საბოლოო ანგარიშს მექსიკის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახური გამოაქვეყნებს“, – ნათქვამია სეისმური მონიტორინგის სისტემის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში გავრცელდა.
სამსახურის ცნობით, მიწისძვრა სამშაბათს, ცენტრალური მექსიკის დროით 13:46 საათზე მოხდა.
მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.