“რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარონ” – კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ “რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებისკენ წინ წაიწიონ”.

ამის შესახებ მან ცხინვალში თქვა.

კარასინი, ფედერაციის საბჭოს სხვა რამდენიმე წევრთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის მიერ უკანონო აღიარების 15-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, ბოლო წლებში “ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომელიც აქტიურად ვითარდება ყველა სფეროში ალიანსისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე”.

”რუსეთმა უზრუნველყო და გააგრძელებს სამხრეთ ოსეთს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოებაში, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში,” – თქვა მან.

„რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყველანაირად უჭერდა და დაუჭერს მხარს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები