ირაკლი კობახიძე – ნიკა გვარამიაზე: ასეთ ადამიანებს უფლება არ აქვთ, რომ ევროკავშირზე ისაუბრონ
ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთი წამოცდენა იყო ეს გვარამიას მხრიდან, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას “ფეისბუქ” პოსტს.
„მე შეგახსენებთ, ვინ არის გვარამია: ის იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, ჩართული იყო ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში, შემდეგ, ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა. ასეთი ადამიანები არიან – ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ამ ადამიანებს ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ევროკავშირზე ისაუბრონ. ისინი დაცილებულები არიან ევროპულ ღირებულებებს და სწორედ ისინი არიან – ანტიევროკავშირი“, – აცხადებს კობახიძე.