“უდავოა, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია” – გიორგი ჩაკვეტაძე

“4 სექტემბერს ჯანდაცვის კომიტეტი და შემდგომ უკვე მეორე და მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი განიხილავს დაგროვებით საპენსიო სქემის შესახებ ცვლილებებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ამ ცვლილებების მიღება, რადგან ამ საკითხზე გარკვეული გაუგებრობები იყო. თუმცა, ის, რომ რეფორმა უმნიშვნელოვანესია, უდავოა. ვფიქრობ, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება, რომ ეს ცვლილებები მივიღოთ, შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო დაცულად იგრძნონ თავი“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები