უნგრეთის პრეზიდენტი: ომი წელიწად-ნახევარია, გრძელდება, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას გამოცემა “დოიჩე ველე” ავრცელებს.

„ომი წელიწად-ნახევარია, გრძელდება და მე ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტას, რომელიც გამოიწვევს სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. ამიტომ, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. მე ეს მტკიცე აზრი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვთქვი, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად“, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ბუდაპეშტი აპირებს შეუერთდეს კიევის მიერ ინიცირებულ „მშვიდობის ფორმულას“ და რომ უნგრეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მონაწილეობას ნებისმიერ პროცესში, რომელსაც მშვიდობასთან დაახლოება შეუძლია. კატალინ ნოვაკის მტკიცებით, უნგრეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები