გია ვოლსკი: გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ადამიანებმა საპენსიო პაკეტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გაითავისონ
მმართველი გუნდის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა საპენსიო პაკეტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გაითავისონ.
„ძალიან პოზიტიურია მთელი რიგი მოსაზრებები, თუნდაც ის, რომ რისკიან საპენსიო პაკეტში გადასულიყო ვიღაცის დანაზოგი, რომ მეტი მოგება ჰქონოდა, მაგრამ საზოგადოება, ვისთვისაც ახალია თავად საპენსიო ფონდი, არ არის მზად იმისთვის, რომ ეს პაკეტები განიხილოს პროფესიონალურად. აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რათა ადამიანებმა საკანონმდებლო ინიციატივები გაითავისონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.