ზელენსკიმ საკუთარ ოცნებაზე ისაუბრა, ასევე იმაზე, არის თუ არა მზად ქვეყანა ხანგრძლივი ომისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში თავის მთავარ ოცნებაზე ისაუბრა.

„ნომერ პირველია – ომის გამარჯვებით დასრულება. გამარჯვება ყველასთვის განსხვავებულია და ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ისეთი გამარჯვება მინდა, რომელიც შეუძლებელს გახდის ომის დაბრუნებას. სწორედ ასეთი გამარჯვება მინდა. ეს არ არის მარტივი. ეს არის კომპონენტი, რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ ჯარის ძალაზე, არამედ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე და საზოგადოებაზე. ნომერ პირველი -ხალხისგანაა. აუცილებელია, რომ ხალხი დარჩეს ერთიანობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა უკრაინა მზად ხანგრძლივი ომისთვის, თუ ამის საჭიროება იქნება.

უკრაინის პირველმა პირმა ისრაელის მაგალითი მოიყვანა, რომელიც, 1948 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მუდმივ ომშია.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეები, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან – იბრძოლონ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ამისთვის აუცილებელია უკრაინის მხრიდან დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება.

„ისრაელი ომშია. გააჩნია, როგორი ომია. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ დიდი ხნის განმავლობაში ხალხის დაკარგვის გარეშე. ასე შეიძლება, იყოს. შეამცირეთ მსხვერპლი ისრაელის მაგალითის მიხედვით. ასე ცხოვრება შეიძლება”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები