ოკუპანტებმა პოლტავას რეგიონი დაბომბეს – დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა პოლტავას რეგიონი დაბომბეს.
როგორც პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ლუნინმა თქვა, ჭურვი სამრეწველო ობიექტს მოხვდა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
სამძებრო სამუშაოები და ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.
ლუნინმა ასევე დასძინა, რომ საწარმო მთლიანად განადგურდა.