მედია: “ჩრდილოეთ ნაკადის” აფეთქების კვალი უკრაინამდე მიდის

გაზსადენ Nord Stream-ის აფეთქების კვალი უკრაინამდე მიდის, –  ამის შესახებ გერმანული ZDF და Der Spiegel თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ.

გერმანელი გამომძიებლების ვერსიით, “ჩრდილოეთ ნაკადზე” თავდასხმის უკან შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებული ადამიანები დგანან. მათ შეეძლოთ, მილსადენი ასაფეთქებელი მოწყობილობით აეფეთქებინათ, რომელიც ადგილამდე იახტა “ანდრომედით” მიიტანეს.

აღნიშნულია, რომ იახტის ეკიპაჟი უკრაინაში ბალტიის ზღვაში აფეთქებამდე და მას შემდეგ იმყოფებოდა.

გერმანულ გამოცემებს ინფორმაცია სპეცსამსახურებმა გადასცეს.

მარტში New York Times-მა და რამდენიმე სხვა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ამერიკული სადაზვერვო სამსახურების ცნობით, Nord Stream-ზე თავდასხმა პროუკრაინულმა ჯგუფმა განახორციელა.

ამის შემდეგ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მრჩევლებთან რამდენჯერმე განიხილა, თუ როგორ შეიძლებოდა დამნაშავეთა დასჯა.

მაშინ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა თქვა, რომ უკრაინის მთავრობა აფეთქებაში არ მონაწილეობდა.

ინციდენტი 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები