“რუსეთს უკრაინასთან ომში სათადარიგო გეგმა აქვს” – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის გეგმა “ბ” აქვს – ეს არის ქვეყნის შიდა დესტაბილიზაცია.

ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში თქვა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ გვამარცხებს სამხედრო გზით. ამიტომ, მას აქვს გეგმა B. ეს არის შიდა დესტაბილიზაციის გამო ჩვენი ქვეყნის შერყევის მცდელობა. მაგრამ ჩვენ ფხიზლად ვიქნებით და არ დავუშვებთ მოვლენებს, რომელთა იმედიც რუსეთის ფედერაციას აქვს“, – განაცხადა მან.

დანილოვის თქმით, სამართალდამცავებმა ბოლო დროს სულ უფრო მეტი მედია თანამშრომლები აღმოაჩინეს, რომლებიც იმ დროს ლუგანსკიდან ჩამოვიდნენ.

“კოლორადოს ფირებით დარბოდნენ და ახლა სხედან “იუთუბ”-ზე. სამწუხაროდ, არა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგრამ, თავს უკრაინელებად ასაღებენ, და რაღაცას აანალიზებენ”, – დასძინა დანილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები