საქართველო დღეს თქვენთან ერთად აღნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს – სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდით დგას დღეს, ამ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ასე მამაცურად იბრძვით ერთნახევარი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები