პარლამენტის იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებიან

“საქართველოს პარლამენტის იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„დელეგაციის წევრები მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ იაპონიის პარლამენტის, მთავრობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბექა ოდიშარია შეხვდა იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრს, ქალბატონ იუმი იოშიკავას.

შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.
მხარეებმა გამოხატეს პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.
ბექა ოდიშარიამ გააცნო ვიცე-მინისტრს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის მიმართ, ესაუბრა მას საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციისა და სხვა დემოკრატიული პროცესებზე.

ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა იომი იოშიკავას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის,
დახმარების სურვილისა და გულთბილი მასპინძლობისათვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები