უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უკრაინა 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, 2023 წელს ეს ისევ ომის პირობებში ხდება.

დამოუკიდებლობის დღის ისტორია 1990 წლიდან იწყება, თუმცა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო – 1918 წლის 22 იანვარს უკრაინელებმა ცენტრალური რადას IV უნივერსალით გამოაცხადეს თავიანთი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1919 წელს, იმავე დღეს კიევში, სოფიას მოედანზე უკრაინის სახალხო რესპუბლიკისა და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური გაერთიანება გაიმართა.

1990 წლის 16 ივლისს უკრაინის მაშინდელი სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ და დადგენილება „დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესთან“ დაკავშირებით, რომელშიც 16 ივლისი იყო მითითებული უკრაინის დამოუკიდებლობის დღედ.

მაგრამ 1991 წლის აგვისტოში “აგვისტოს პუტჩის” შედეგად, 24 აგვისტოს უკრაინის სსრ უმაღლესმა საბჭომ მოიწვია საგანგებო რიგგარეშე სხდომა და მიიღო დადგენილება უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, ასევე, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი, რომელიც 1991 წლის 1-ელ დეკემბერს ხალხმა დაადასტურა სრულიად უკრაინის რეფერენდუმზე: “24 აგვისტო, როგორც უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და ყოველწლიურად აღინიშნება როგორც უკრაინის სახელმწიფო სახალხო დღესასწაული”.

2023 წელს ქვეყანა დამოუკიდებლობას 32-ედ აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები