“სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ, არ მგონია, დამაჯერებელი იყოს” – მიხეილ სარჯველაძე ანა ნაცვილიშვილის განცხადებაზე

“რატომ არის ქალბატონი ანასთვის დასაწუნი დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის რეპუტაცია და რატომ არის ეს არასაკმარისი, ამას რომ პასუხს გასცემს, ამის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ სერიოზულად ამ მოთხოვნაზე”, – ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ლელოს” დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ითხოვს, რიკოთის უსაფრთხოებაზე საერთაშორისო აუდიტი ჩატარდეს.

“თუ მოისმინა ქალბატონმა ანამ თავის დროზე, მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადებები, რომ დიდი ოთხეულიდან ერთ – ერთი ახორციელებს რიკოთის აუდიტს. რატომ არის ქალბატონი ანასთვის დასაწუნი დიდი ოთხეულიდან ერთ- ერთი აუდიტორული კომპანიის რეპუტაცია და რატომ არის ეს არასაკმარისი, ამას რომ პასუხს გასცემს, ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სერიოზულად ამ მოთხოვნაზე.

ისე კი, საზოგადოების გასაგონად, ვინც ეს ამ დრომდე შეიძლება არ იცოდეს, რომ დიდი ოთხეული მსოფლიოს მასშტაბით არის ყველაზე ავტორიტეტული დიდი 4 აუდიტორული კომპანია, რომელთაგან ერთ-ერთის გაცემული დასკვნა ყოველთვის ხელუხლებელი რეპუტაციით სარგებლობს და დამაჯერებლობის ხარისხი არის მაღალი, ამიტომ არ მგონია სპეკულაციები, რომელსაც ვისმენთ, დამაჯერებელი იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები