გურამ მაჭარაშვილი: ათენის სამიტზე საუბარი იყო რუსეთ-უკრაინის ომზე, მადლობა ღმერთს, ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ათენში გამართულ სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ამ სამიტზე საუბარი იყო რუსეთ-უკრაინის ომზე უშუალოდ და მადლობა ღმერთს, ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ. რადიკალურ ოპოზიციას კი უნდა, რომ მონაწილე ვყოფილიყავით და არამხოლოდ მათ, მათ პატრონებსაც. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ ამ სამხედრო კონფლიქტის მონაწილეები და ამიტომაც არ ვიყავით მიწვეულები“, – აცხადებს მაჭარაშვილი.