რატი იონათამიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი ამოცანა აქვს – ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას

“რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი ამოცანა აქვს – ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საბერძნეთში გამართული სამიტის თაობაზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს იყო საბერძნეთის პრემიერმინისტრის მიერ მოწვეული არაფორმალური ფორუმი, რომელიც ბალკანეთის და ევროკავშირის თანამშრომლობის 20 წლის თავს ეძღვნებოდა და სადაც 11 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ეს არ იყო ორგანიზებული ევროკავშირის მხრიდან.

ასევე არის ფაქტი, თუ რა ისტერია მოაწყო ამასთან დაკავშირებით რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რამენაირად ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ჩვენს საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით მავნებლური პროპაგანდა აწარმოოს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები