“არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდება, რომელიც ქალბატონ გოდოლაძეს აქვს წარდგენილი, თუ დამტკიცდება, საკმაოდ მძიმე ბრალდებაა” – მიხეილ სარჯველაძე
„საკმაოდ მძიმეა ის ბრალდებები, რომლებიც აქვთ წაყენებული, ერთი უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობას, მეორე – არასრულწლოვანზე ძალადობას, რომელიც ქალბატონ გოდოლაძეს აქვს წარდგენილი. თუ ეს დამტკიცდება, საკმაოდ მძიმე ბრალდება გახლავთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„აბსურდია, თითქოს გადასაფარად არის ეს გაკეთებული, რადგან, როგორც ითქვა, პროცესები გაცილებით უფრო ადრეა დაწყებული, ვიდრე შოვის ტრაგედია დატრიალდებოდა. აქედან გამომდინარე, ტექნიკურად ვერ ებმება ეს ერთი ბრალდება მეორეს და აბსოლუტურად ალოგიკურია. საკმაოდ მძიმეა ის ბრალდებები, რომელიც აქვთ წაყენებული, ერთი უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობას, მეორე – არასრულწლოვანზე ძალადობას, რომელიც ქალბატონ გოდოლაძეს აქვს წარდგენილი. თუ ეს დამტკიცდება, საკმაოდ მძიმე ბრალდება გახლავთ და მცდელობაა იმისა, რომ რაღაცა ფორმით ხელისუფლების მიმართ დამატებითი კრიტიკული სათქმელი გახდეს“, – აღნიშნავს მიხეილ სარჯველაძემ.