“სამხრეთ ოსეთს რუსეთის და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში უნდა შესვლა” – გაგლოევის ე.წ. მრჩეველი
ე.წ.სამხრეთ ოსეთს სურს, შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს, ამიტომ, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მინსკმა ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს.
ამის შესახებ ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ.სახელმწიფო მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა განაცხადა.
“ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გაგვიხსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსა და რესპუბლიკისთვის ახალი ჰორიზონტებისკენ“, – განაცხადა გობოზოვმა.
მისი აზრით, ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ადრე თუ გვიან მიხვდება, რა სარგებელს მოუტანს მინსკს ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტის აღიარება.