ოკუპანტებმა ოდესაში მარცვლეულის საცავი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქში მარცვლეულის საცავი დაბომბეს.
იერიში “შაჰედებით” იქნა მიტანილი.
ასევე, დაზიანებულია დუნაის რაიონში საწარმო-გადატვირთვის კომპლექსი.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი “ოდესა ოფიციალურად” ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 9 Shahed-136/131 გაანადგურა.
„საწყობში ხანძარი გაჩნდა, რომელიც სწრაფად ლოკალიზდა. მეხანძრე-მაშველები მუშაობას აგრძელებენ. მოქალაქეებს შორის მსხვერპლი არ არის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.