“უკრაინისთვის F-16-ის გადაცემის მინიმალური ვადა 6-7 თვეა” – რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კიევი ამერიკულ გამანადგურებლებს – F-16-ებს, სულ მცირე, 6-7 თვეში მიიღებს.
”მაგრამ თუ ეს პერიოდი ცოტა გახანგრძლივდა, იმედგაცრუებას არ უნდა მივეცეთ, რადგან ჩვენმა პილოტებმა აჩვენეს თავიანთი უნარი, იყვნენ მზად უკვე ექვს თვეში”, – თქვა მან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმისათვის, რომ F-16-ები უკრაინის ცაზე გამოჩნდნენ, წვრთნა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს.