47-ე ბრიგადის ჯარისკაცები სოფელ რაბოტინოში შევიდნენ – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის სამხედროები ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ რაბოტინოში შევიდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ”ჩვენი მებრძოლები ახორციელებენ გეგმურ საბრძოლო სამუშაოებს და ანადგურებენ მტერს. საპასუხოდ, რუსები არტილერიით განუწყვეტლივ ბომბავენ რაბოტინოს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მალიარის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს სოფელ რაბოტინოს მიდამოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები