ჩეხეთი სამშობლოში უკრაინელების დაბრუნების პროგრამას ამზადებს
ჩეხეთში სპეციალურ პროგრამაზე მუშაობენ, რომელიც უკრაინელების სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებას ითვალისწინებს.
Czech Radio-ს ცნობით, კანონის lex Ukrajina-ს მეექვსე მუხლში შეტანილი ცვლილების მიხედვით, პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას და ხარჯების ნაწილის დაფარვას იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც სახლში დაბრუნებას გადაწყვეტენ.
გარდა ამისა, 2025 წლის მარტის ბოლომდე გახანგრძლივდება ქვეყანაში ჩასვლის მსურველთა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის შეთავაზება.
ლტოლვილების დაბრუნების პროგრამა მას შემდეგ იქნება დამტკიცებული და ამოქმედებული, რაც ჩეხეთის მთავრობა საბოლოოდ ჩამოყალიბდება უკრაინელების მხარდაჭერის სახეობაზე.
ამასთანავე, კანონპროექტის განმარტებაში ნათქვამია, რომ მოვლენების მიმდინარეობა ჯერ არ მიუთითებს იმაზე, რომ ომი მალე დასრულდება და ლტოლვილები შეძლებენ უკრაინაში დაბრუნებას.