ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დღეს ბალკანეთის სამიტს დაესწრება.
ამის შესახებ ტელეკომპანია N1 იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ლიდერი საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მიერ მოწვეულ არაფორმალურ ვახშამზე სტუმრებს შორის იქნება.
ასევე, სამიტზე ელოდებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.
შეხვედრის თემები იქნება რეგიონის ევროინტეგრაცია, ენერგეტიკული უსაფრთხოება ბალკანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც სერბეთს არ დაუწესებია და მისივე დიალოგი კოსოვოს რესპუბლიკასთან.
20 აგვისტოს ზელენსკი ნიდერლანდებში იმყოფებოდა.
პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ კოპენჰაგენი კიევს19 F-16-ს გადასცემს.
ნიდერლანდებში ვიზიტის დროს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინა 42 F-16-ს მას შემდეგ მიიღებს, რაც უკრაინელი მფრინავები და ინჟინრები წვრთნას დაასრულებენ.